ბათუმი
2023 წლის 25 ივლისი
ბათუმის სახელმწიფო
მუსიკალური ცენტრი
ეროვნული საცეკვაო შოუ ,,ქართული ლეგენდა’’

Samaia Georgian Legend-მა მოახერხა და თანამედროვე ტექნიკური საშუალებების მეშვეობით; სასცენო გაფორმების მაღალმხატვრული შტრიხების შემოტანით, მოცეკვავეთა საშემსრულებლო ოსტატობით გაჯერებულმა საცეკვაო სანახაობამ განაცვიფრა მაყურებელი მსოფლიოს მასშტაბით და რეალური სამყაროს მხატვრული ანარეკლის მომსწრე გახადა. თითოეული ცეკვის შინაარსი, მისი სიუჟეტური ხაზის განვითარება დახუნძლულია ახალი ქორეოგრაფიული მიგნებებით, თანამედროვე ინტერპრეტაციებით, რომელიც ჯეროვნად ერწყმის სტილიზებულ მუსიკალურ კომპოზიციებს. ბუტაფორიულად შექმნილი გარემო და ხმის ეფექტები - ყოველივე ზემოაღნიშნული მაყურებელს თანაზიარს, შოუს უშუალო მონაწილეს ხდის და ამოგზაურებს ჯადოსნურ სამყაროში.

ბილეთის შეძენა
ქართულ ცეკვებს ანალოგები არ აქვთ

Samaia Georgian Legend-ის ქართველმა მოცეკვავეებმა უწყვეტი ტაშის ფონზე მოიარეს და განაცვიფრეს მსოფლიო საოცარი ოსტატობით, ცეცხლით, რომელიც დღესაც ანთია აღნიშნულ შოუს მნახველთა გულებში. ეს პატარა ქვეყნის, მაგრამ ამავდროულად დიდი ისტორიის მქონე ქვეყნის მდიდარი ტრადიციებია, პლასტიკით ნაამბობი, რომელიც თქვენამდე მოგვაქვს.

ბილეთის შეძენა
ბათუმი
2023 წლის 25 ივლისი
ბათუმის სახელმწიფო
მუსიკალური ცენტრი